среда, 16 декабря 2009 г.

ოსები


ისტორია: ოსები (საკუთარი სახელწოდება ირონი, ჩრდილოეთ ოსეთის დასავლეთში დიგორონი)
ლაპარაკობენ ოსურ ენაზე, რომელიც შედგება ირონული და დიგორული დიალექტებისაგან და განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ენათა ჩრდილო-აღმოსავლურ ჯგუფს. ოსების რუსული და ევროპული სახელწოდება ქართული ოსიდან (ოვსი) მომდინარეობს.
VI საუკუნიდან ოსები გავრცელდა ქრისტიანობა, XVII-XVIII საუკუნეებში ოსების მცირე ნაწილმა ისლამი მიიღო.

ოსებს ძველთაგანვე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან.პირველი დასახლებები მე16 ს.ბოლოს სეიქმნა.მე–17საუკუნის ბოლოს ოსური სოფლები გვხვდებოდა მხოლოდ ლიახვის,ქსანის და თერგის სათავეებში.ოსების საერთო რაოდენობა კი 30 ათასს აღწევდა.

19 საუკუნის მანძილზე ოსების მიგრაციამ ჩრდილო კავკასიიდან
საქართველოში ინტენსიური ხასიათი მიიღო.მე–19 ს.ბოლოს 81 ათასს მიაღწია. 1939 წელს –148 ათასი კაცი იყო.ამათგან ნახევარზე ნაკლები ცხოვრობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში,რომელიც 1922 წელს შეიქმნა.ცენტრი იყო ცხინვალი.
1989 წლის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 164 ათასი ოსი.მათგან 65 ათასი სამხრეთ ოსეთში და თითქმის 100 ათასი სხვა რეგიონებში.ოსები ყველაზე მეტი იყო გორის,ბორჯომის,კასპის,ქარელის რ–ში,ქ.თბილისში.

1990–92 წლებში ცხინვალის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ,ქართველთა უმეტესობამ დატოვა ქ.ცხინვალი და ზოგი სოფელი.ოსები ძირითადად ჩრდილო ოსეთში გადავიდნენ.

კულტურა: კოსტა (კონსტანტინე) ლევანის ძე ხეთაგუროვი (ოს. Хетæгкаты Леуаны фырт Къоста; დ. 3 (15) ოქტომბერი1859, სოფ. ნარი, ჩრდ. ოსეთი - გ. 19 მარტი, 1906, ყუბანის ოლქი) — საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსური ლიტერატურის დამფუძნებელი; პოეტი, განმანათლებელი, მხატვარი.

1899 წელს გამოსცა ლექსების კრებული "ოსური ლირა" (ოს. «Ирон фæндыр»), რომელშიც პირველად გამოქვეყნდა ლექსები ბავშვებისთვის ოსურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სრულტანიანი პოეტური ნაწარმოები ოსურ ენაზე ალექსანდრე კუბალოვმა გამოსცა 1897 წელს («Афхардты Хасана»), ხეთახუროვის წვლილი ოსურ ლიტერატურაში და გავლენა მის მომდევნო განვითარებაზე გაცილებით დიდ
ტრადიცია : ოსების ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა, მისდევდნენ ნადირობას და მეფუტკრეობას. განვითარებულია ხეზე და ძვალზე კვეთა, ლითონის მხატვრული დამუშავება, ქარგვა და სხვა. შექმნეს მდიდრული ხალხური სიტყვიერება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსური ნართების გმირული ეპოსი.
სამაჩაბლოელი ოსები - ხაბაროვები, კოკოევები, ჯიოევები, ქარქუსოვები და სხვები, შიდა ქართლში ცნობილ თამადებად ითვლებოდნენ და ამ გვარის ხალხს სუფრის წინამძღოლებად ქართველებიც ხშირად ნიშნავდნენ ხოლმე. ოსები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა წარმომადგენლების, ხევსურების, თუშების, მთიულების, მოხევეების და ფშაველების მსგავსად, ძირითადად არყისა და ლუდის დაყენების უძველეს ტექნოლოგიას ფლობენ. სამაჩაბლოში დღესაც შეიძლება მოისმინოთ ლეგენდად ქცეული ამბავი ჯაველ სერგო ქარქუსოვზე, რომელიც მთელს ლიახვის ხეობაში განთქმულ შავ ოსურ ლუდს, "აბიქას" ამზადებდა და მისი გაკეთებული სასმელის დასაგემოვნებლად თუ შესაძენად ჯავაში იმერეთიდანაც კი ჩადიოდა ლუდის მოყვარული ხალხი.

დღეს ოსებში ძირითადად ორი კატეგორიის ლუდს ხარშავენ. განსაკუთრებით პოპულარულია მუქი შავი შეფერილობის სქელი ლუდი, რომელსაც ოსები ქერის, ალაოსა და შავი პურის ქერქისაგან ამზადებენ და მუხის ხის კასრებში აყენებენ. როგორც სამაჩაბლოელი ოსები ამბობენ, ადრე, დაახლოებით მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე, ოსებმა იცოდნენ ლუდის თიხის ქვევრში დაყენების ტექნოლოგიაც, რაც ნამდვილად არაორდინალური და უცნაურია. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ცოდნა დავიწყებას მიეცა. გარდა შავი, სქელი ლუდისა, ოსები (ძირითადად ჯაველები) შვრიისაგან დამზადებულ, გაფილტრულ ლუდსაც აკეთებენ. ასეთი ტიპის ლუდი უმეტესად ქრისტიანულ დღეობებზე: გიორგობას, მარიამობას, აღდგომას, პეტრე-პავლობას მზადდება და სამაჩაბლოელ ქართველებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.